პაკისტანში შინაგან საქმეთა მინისტრზე თავდასხმა მოხდა. შედეგად აჰსან იქბალი დაიჭრა.
გავრცელებული ცნობით, მინისტრის ავტომობილს ცეცხლი 20-22 წლის პირმა ქალაქ ნაროვალში მიტინგის დროს გაუხსნა.
შედეგად იქბალი მხარში დაიჭრა. თავდამსხმელი დაკავებულია. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.