logo_geo
eng_logo
ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირების გამო იზმირში 72 ადამიანი დააკავეს
- +

6 მაისი. 2018. 19:16

 

ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან (FETO) კავშირების გამო დღეს, თურქეთის ქალაქ იზმირში 72 ადამიანი დააკავეს.

 

არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის FETO-ს მაღალჩინოსანი წევრია. პოლიციამ დღეს რეიდი 118 მისამართზე ჩაატარა, რომელიც გამოიყენებოდა, როგორც ორგანიზაციული საქმიანობის თავშესაფარი.

 

აღსანიშნავია, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა სამსახურის მონაცემებით, თურქეთში სამხედრო პუტჩის შემდეგ, საერთო ჯამში, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირებისა და 2016 წლის პუტჩში შესაძლო მონაწილეობის გამო, 160 ათასი ადამიანი დააკავეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner