ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან (FETO) კავშირების გამო დღეს, თურქეთის ქალაქ იზმირში 72 ადამიანი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის FETO-ს მაღალჩინოსანი წევრია. პოლიციამ დღეს რეიდი 118 მისამართზე ჩაატარა, რომელიც გამოიყენებოდა, როგორც ორგანიზაციული საქმიანობის თავშესაფარი.
აღსანიშნავია, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა სამსახურის მონაცემებით, თურქეთში სამხედრო პუტჩის შემდეგ, საერთო ჯამში, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირებისა და 2016 წლის პუტჩში შესაძლო მონაწილეობის გამო, 160 ათასი ადამიანი დააკავეს.