ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:
„როცა ამბობენ, რომ „ვარდების მოედანს“ სახელი არ უნდა შეეცვალოს იმიტომ რომ ე.წ. „ვარდების რევოლუცია“ ჩვენი ისტორიის ნაწილია, მაშინ დავუბრუნოთ ქალაქებს და სოფლებს „ისტორიული სახელები: მახარაძე, ცხაკაია, წითელი ოქტომბერი დ.ა.შ.
ლენინის და სხვა ძეგლების აღდგენაზე აღარაფერს ვიტყვი“, - წერს გაბრიჭიძე.