logo_geo
eng_logo
„არ არის ეს მეფედრონი!.. ნუ მოიხმართ უცნობ სუბსტანციას!“ – ნარკოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს
- +

6 მაისი. 2018. 21:40

 

 

სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელის, ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ფიქრობს, რომ ნარკოტიკული საშუალება, რომელმაც ბოლო პერიოდში რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა, „მეფედრონი” არ არის. ამის შესახებ სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„არ არის ეს მეფედრონი! ოპიატია როგორც ეტყობა. თავისი კლინიკით ძილიანობა და ასეთი სიკვდილი ძილში უფრო ოპიატებისათვის არის დამახასიათებელი! იყიდება ალბათ როგორც ამეტამინი ან მეტამფეტამინი! თავს გაუფრთხილდით, ნუ მოიხმართ უცნობ სუბსტანციას!”, – წერს სიხარულიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner