სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელის, ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ფიქრობს, რომ ნარკოტიკული საშუალება, რომელმაც ბოლო პერიოდში რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა, „მეფედრონი” არ არის. ამის შესახებ სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს.
„არ არის ეს მეფედრონი! ოპიატია როგორც ეტყობა. თავისი კლინიკით ძილიანობა და ასეთი სიკვდილი ძილში უფრო ოპიატებისათვის არის დამახასიათებელი! იყიდება ალბათ როგორც ამეტამინი ან მეტამფეტამინი! თავს გაუფრთხილდით, ნუ მოიხმართ უცნობ სუბსტანციას!”, – წერს სიხარულიძე.