logo_geo
eng_logo
გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- +

6 მაისი. 2018. 22:19

 

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში (125 კგ.) მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონს, ტაჰა აკგულს დაუპირისპირდა. თურქი ფალავანი ევროპის ხუთგზის და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია და პეტრიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სწორედ მასთან ორთაბრძოლაში მოიპოვა.

 

პირველი ქულა აკგულმა პეტრიაშვილის გაფთხილების შემდეგ აიღო. ამის შემდეგ ქართველი მოჭიდავე გააქტიურდა, მეტოქის ფეხში შევიდა და ილეთის გაკეთებაც შეეძლო, თუმცა თურქმა თავი კარგად დაიცვა. პირველი პერიოდი გენო პეტრიაშვილმა მინიმალური ანგარიშით 0:1 დათმო. მეორე სეტის დასაწყისში ქულა კვლავ აკგულმა აიღო, თუმცა მალევე პასიურობისათვის თურქი სპორტსმენიც დაისაჯა 2:1.

 

დაპირისპირების ბოლო წამებზე ქართველი ფალავანი გააქტიურდა, თუმცა აკგულმა მეტოქეს ქულის გაკეთების შანსი არ მისცა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მეექვსედ მოიპოვა. გენო პეტრიაშვილი  ვერცხლის მედალს დაეუფლა.

 

საქართველის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტურნირზე 6 მედალი მოიპოვა (2 ვერცხლი, 4 ბრინჯაო).

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner