logo_geo
eng_logo
ლევან სიხარულიძე: გაგანია სიცხეში ყვითელი ქურთუკით, ანუ 6 მაისობის მილოცვა ამსტერდამიდან!
- +

6 მაისი. 2018. 22:22

 

აჭარის „განმათავისუფლებელი” და გველეშაპების რისხვა, წმ. გიორგის შემდეგ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე სპეციალურ მილოცვას ავრცელებს.

 

მიხეილ სააკაშვილი: „2004 წლამდე, დანარჩენი საქართველოდან, აჭარის ადმინისტრაციული საზღვრის გავლისას, საპასპორტო და საბაჟო კონტროლი იყო დაწესებული, აბაშიძეს ყავდა თავისი შეიარაღებული ძალები რუსი გენერლის ნეტკაჩოვის მეთაურობით და ისინი ღია დაუმორჩილებლობას უცხადებდნენ თბილისს“.

 

სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას პირდება, რომ ის მალე დაამარცხებს კიდევ ერთ ოლიგარქს და განაგრძობს ქვეყნის აღმშენებლობას. მას ძალიან ენატრება, მთელი ღამის განმავლობაში რომ დადიოდა და მშენებლობებს ამოწმებდა (ღამით ხალხი რომ დაუდიოდა ნოტარიუსებთან და ქონებას აფორმებინებდა, ამაზე არაფერს ამბობს). მისივე თქმით, აჭარაში განუხორციელებელი დარჩა უამრავი პროექტი, მაგრამ ეს არაფერია, მალე დადგება დრო, როცა მას მიეცემა გაგრძელების საშუალება, 2012 წელს ისეთი არაფერი მომხდარა, უბრალოდ პროექტები შეუჩერეს.

 

მიხეილ სააკაშვილი არ განმარტავს, თუ რატომ დადის ის გაგანია სიცხეში ყვითელი ქურთუკით – საქართველოს მოსახლეობას ფეხებზე ჰკიდია, მაგრამ მაინც ჩნდება კითხვა: სცივა, აჟრიალებს თუ მის თავში ისევ ზამთარია? ისიც სამწუხაროა, რომ ღრმადმორწმუნე მიხეილი არ ახსენებს გიორგობას, მისთვის ეს მხოლოდ აჭარის გათავისუფლების დღეა, თავსაც იწონებს და ათასნაირ სისულელეს ყვება.

 

ლევან სიხარულიძე

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner