logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: მარგველაშვილმა ბოლო „აღსარება“ ჩააბარა!
- +

7 მაისი. 2018. 00:29

 

მას შემდეგ, რაც საქართველოს ამოწურულმა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ქუთაისში მდებარე პარლამენტიდან გამოქუსლა, ინგა გრიგოლიას „რეაქციაში” გამოცხადდა და „აღსარება” ჩააბარა. ოღონდ, ვერ დაგიმალავთ, არ იყო ეს აღსარება გულწრფელი, ყველანაირად ამოწურული ადამიანის თავის მართლებას უფრო ჰგავდა. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ადამიანს აღარც თავის მართლების შნო აქვს – მის ყოველ ფრაზაში გამოსჭვიოდა: „ოღონდაც თავი დამანებეთ, აღარ მინდა არც პრეზიდენტობა და არც ფილოსოფოსობა“…

 

ჰო, ჰო, შევიწყალე ჩემი ცოლის ძმა, კიდევ ბევრი შევიწყალე, ზოგი ახლობელი იყო, ზოგიც შორებელი, აბა, როგორ გინდათ ამ პატარა საქართველოშიო? ჰოდა, კიდევ ისაო, ეგრე ჩავთვალე საჭიროდ, მე მეგონა, კაი ხალხს ვუშვებდი ციხიდანო. თუ 650-მა გამოშვებულმა ხელახლა ჩაიდინა დანაშაული, ეს საერთო რაოდენობის 02-03 პროცენტია, მერე რა მოხდაო? ამ ხელისუფლებას ურჩევნია, ხალხი რომ შიმშილით იხოცება, იმას მიხედოსო…

 

არაფერი უთქვამს, ხალხი შიმშილით რომ იხოცება, მე რარომ ვზივარ მორჭმით პომპეზურ სასახლეში და რამდენიმე მილიონს რატომ ვხარჯავ მხოლოდ კომუნალურ გადასახადებშიო… არც ის უთქვამს, 5-მილიონიანი ფონდი რომ მაქვს, ამ ფულს რატომ ვურიგებ ნაცნობ-მეგობრებსო…

 

არა, ამას ვერც იტყოდა, საკუთარი ხელით ხომ ვერ გაითხრიდა სამარეს? მოკლედ, ილაქლაქა, იშავდღევა, მიედო, მოედო და ბოლოს მაყურებელმაც დაასკვნა, რომ ამ კაცს აღარაფერი აქვს სათქმელი… აი, უბრალოდ ზის და თავისთვის „ახურებს”, ოღონდ იმდენი ენერგიაც აღარ შერჩა, რომ მართლა გაახუროს და თავის პრეზიდენტობაში ვინმე დააჯეროს!

 

გელა ზედელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner