შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სამების საკათედრო ტაძარში შეხვდა.
მინისტრმა აღდგომის დღესასწაული ყველა პოლიციელს და მთელი ქვეყნის მოსახლეობას მიულოცა:
„თითოეულ ოჯახს სიმშვიდეს, ჯანმრთელობასა და სიხარულს ვუსურვებ... განსაკუთრებით ვულოცავ პოლიციელებს! აღდგომა - ეს არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებისა და ერთგვარი განახლების სიმბოლო. ვისურვებდი, განახლებული ძალებითა და შემართებით დავდგეთ ქვეყნის სიმშვიდისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე,"- განაცხადა შს მინისტრმა.