ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილის მიმართვას შემდეგი სახის სტატუსით ეხმაურება:
„ესეც ბერას სტატუსი „ბასიანზე“! გენაცვალე ბერა! კარგო ბიჭო! იმედია ამის მერე მოკეტავენ ცილისმწამებლები!“ - წერს ჯღარკავა და ბერა ივანიშვილის მიმართვის ტექსტიდან მონაკვეთს ავრცელებს.
„მივმართავ მათ, ვინც პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე, ვალდებულნი არიან ესმოდეთ რას ნიშნავს უსაფუძვლო ბრალდება და ცილისწამება - ჟურნალისტებს: სანამ ჩემ წინააღმდეგ ცილისმწამებელ ინფორმაციას გამოიყენებთ, ერთი დამამტკიცებელი საბუთი მაინც მოიძიეთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ნამდვილად მოგთხოვთ პასუხს კანონის ფარგლებში.
დაბოლოს, ვისაც შეგიძლიათ თეთრის შავისგან გარჩევა და სიმართლის დანახვა: კლუბი „ბასიანი“ ჩემი არასდროს ყოფილა, არც რამე კავშირი მაქვს მის მფლობელებთან და არასდროს ვყოფილვარ ამ დაწესებულებაში. პირადად მე და მთელს ჩემს ოჯახს დიდი სურვილი გვაქვს ამ კლუბში მომხდარი „მკვლელობების“ გამოძიებისა და დამნაშავეების სასტიკი დასჯის. იმედია ასეც მოხდება.
მე კი გულწრფელად თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას. მუდამ თქვენი ბერა“ - ნათქვამია ბერა ივანიშვილის მიმართვის ტექსტში.