ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„საშინელებაა ახალგაზრდა ბიჭების და გოგოების სიცოცხლის შეწყვეტა ასე უაზროდ! კი ბატონო! მაგრამ - ვკითხულობ მოსაზრებებს და - სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა ამათ სიკვდილზეო! სახელმწიფო არის მათი მკვლელიო! ზომები უნდა გავატაროთ დროზეო...
კაცურად, ჩათვალეთ, რომ მაგარი „ლოხი“ ვარ და გთხოვთ, ამიხსენით რა - რა ზომები უნდა გაატაროს სახელმწიფომ?
ბარიგებს რომ უნდა ებრძოლოს შესაბამისი ორგანოები -ეგ ხო! მაგრამ რამდენი ნარკომანი ნაგავს გაიჩხირავს ვენაში და დაიბრიდება ასე უაზროდ, სახელმწიფომ როგორ უნდა აკონტროლოს ეგ? მასე ზოგმა შეიძლება კალიუმის ციანიდი დალიოს და თავი მოიკლას! ზოგი მართლა სუიციდის მიზნით იჩხირავს ნარკოტიკსაც... ნუ, ბარიგობა ბოლომდე ქართულმა პოლიციამ კი არა, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა და ჯეკი ჩანმა ვერ აღმოფხვრეს... კინოშიც კი! არათუ რეალობაში!
ასე რომ, ნარკომანიასთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტიანი საშუალება არის - არ გაიჩხირო! მორჩა! სხვა არ არსებობს! თუ არადა, გელოდებით, ბატონო, რა ქნას სახელმწიფომ? ეს ხომ „ნებაყოფლობითი“ დანაშაულია? ანუ თავის თავს უკეთებს ადამიანი ცუდს! ეს რომ იყოს ყაჩაღობა ან ქურდობა ან რამე მსგავსი, კარგი, ვიტყოდი, რომ უნდა გამოიძიოს სახელმწიფომ ფაქტი და უნდა დაისაჯოს ის, ვინც სხვას ზიანი მიაყენა! აქ რა უნდა ქნას სახელმწიფომ? მიპასუხეთ გეხვეწებით რა...“ - წერს სვანიძე.