ფონიჭალაში მოკლული ნინა რომანაძის მეუღლე ოთარ მამფორია დაჰკითხეს. როგორც დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მამფორიამ განაცხადა, სამართალდამცველებმა ჰკითხეს, თავად ხომ არ მოკლა მეუღლე, თუმცა შემდეგ ეს ვერსია თავადვე გამორიცხეს. მამფორია იხსენებს, რომ გუშინ დილით უფროსი ბავშვი სკოლაში წაიყვანა, ხოლო მეუღლე და მეორე მცირეწლოვანი შვილი სახლში, მძინარეები დატოვა. მამფორია ამბობს, რომ არ აქვს ვერსია, რა მოხდა გუშინ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, გუშინ ფონიჭალაში დედა-შვილი მოკლული იპოვეს. გარდაცვლილები არიან 35 წლის ნინა რომანაძე და მისი 3 წლის გოგონა.