„კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში“ შესული ცვლილებების შესაბამისად, კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ხელშეწყობის მიზნით, სესხის გაცემის პროცედურა მკაცრდება.
აღნიშნულის მიხედვით, კომერციულ ბანკებს კლიენტის გადახდისუნარიანობის, მისი შემოსავლებისა და ხარჯების დეტალური ანალიზის გარეშე, სესხის გაცემა ეკრძალებათ.
კერძოდ, ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, შემოსავლის დადასტურების გარეშე საცალო სესხების გაცემის მოტივაციის შემცირება ხელს შეუწყობს საკრედიტო სტანდარტების გაუმჯობესებას საბანკო სექტორში, კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესებას და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობების წახალისებას.
ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტებისა და პასუხისმგებლიანი დაფინანსების წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 2014 წლიდან მუშაობდა.
პროცესი კომერციულ ბანკებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობდა.