logo_geo
eng_logo
აკაკი ჩხაიძე პოლიტიკაში ბრუნდება
- +

2 მაისი. 2016. 17:22


საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ჩხაიძე პოლიტიკაში ბრუნდება. ჩხაიძე ჩოხატაურის და ლანჩხუთის მაჟორიტარობას გეგმავს. ჩხაიძე კენჭისყრას დამოუკიდებლად აპირებს და არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება.



მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ საკუთარი თავის იმედად აპირებს და მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვს.



ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ბევრი რამ არის გამოსასწორებელი _ მათ შორის შესაქმნელია სამუშაო ადგილები, მისახედია სპორტი, რკინიგზა და ა.შ.



აკაკი ჩხაიძე საქართველოს რკინიგზას რამდენიმე წელი მართავდა. იგი 2004 წელს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს და ბიუჯეტის სასარგებლოდ რამდენიმე მილიონიც გადაახდევინეს. ჩხაიძე ამბობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მას უსამართლოდ მოექცა და  სამართლებრივ ბრძოლასაც აპირებს.



აკაკი ჩხაიძე ყველაზე მდიდარი ქართველების 50-კაციან სიაში 44-ე ადგილს იკავებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner