logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე ბერა ივანიშვილს: ეს ისეთი კაპიტალია, რომელსაც ფულით ვერ იყიდი... ამიტომ, იამაყე ამ ფასეულობით
- +

7 მაისი. 2018. 14:37

ბერა, უნდა იცოდე, აწ მაინც დაიხსომე: შურიანი და ბოღმიანი ტიპაჟი არასოდეს გაპატიებს ივანიშვილის (ანუ, მილიარდერის) შვილობას; არც ნიჭს; არც ქველმოქმედებას.

 

გინდა თუ არ გინდა, შენი ოჯახის გამო ხარ საჯარო პირი, ანუ, ისევ და ისევ შურითა და ბოღმით გასიებული პაწუკა ტიპაჟის მუდმივი ყურადღების ობიექტი. ამ ვითარებას ვერაფრით გამოასწორებ. ყოველ შემთხვევაში ახლო მომავალში მაინც, რამეთუ პრობლემა მენტალური ხასიათისაა... საზოგადოების ერთი ნაწილის პოლიტიკური კულტურა ისეთ დონეზეა, რომ... შენ პირად ნებისმიერ საჯარო განცხადებას თავის მართლებაში ჩაგითვლის. შენი მთავარი იარაღი თმენა და იგნორია! დიახ, სრული იგნორი ავადმყოფების და განუკურნებელი სენით შეპყრობილი ბოროტი და ავყია ადამიანების ლაყბობის, ყბედობის, ჭორიკნობის, ცილისწამებისადმი. სრული იგნორი!

 

და თუ შეიქმნება საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობა, გყავს პრეს-ატაშე და მან გააკეთოს მოკლე განმარტება.

 

იცოდე, ბევრი, ძალიან ბევრი ადამიანი გგულშემატკივრობს, გულწრფელად გცემს პატივს, მოსწონს შენი დამოკიდებულება მშობლებისადმი, თავმდაბლობა და მეგობრებისადმი დამოკიდებულება. ეს ისეთი კაპიტალია, რომელსაც ფულით ვერ იყიდი. ამიტომაც იამაყე ამ ფასეულობით. დანარჩენს ცხოვრება დაგვანახებს.

 

წარმატებებს გისურვებ!

 

***

აქვე გთავაზობთ ბერა ივანიშვილის facebook პოსტს:

 

ჩემი Facebook-ის გვერდზე უამრავი კომენტარი იწერება: პოზიტიურიც და ნეგატიურიც, კეთილის მსურველიც და კრიტიკულიც. ყველას აზრს გაგებით ვეკიდები და უკიდურესი ლანძღვისასაც კი ვცდილობ თავის შეკავებასა და შენდობას. მეგონა, რისი დაბრალებაც შეიძლებოდა უკვე დამაბრალეს და წაკითხული ან გაგონილი მქონდა, მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს თუ ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში დამადანაშაულებდნენ, ნამდვილად არ მეგონა. სწორედ ამ ბრალდებამ მაიძულა სტატუსის დაწერა.

 

მივმართავ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მათ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს: ვიცი, თქვენ ჩემი სტატუსი არც გაგაწითლებთ და არც მონანიების სურვილს აღგიძრავთ, ვინაიდან თქვენმა არაერთმა რეპლიკამ, სტატუსმა და მოგონილმა ზღაპარმა დამარწმუნა ამაში. მაგალითად, ქალბატონ მეგი გოცირიძეს არც მაშინ შერცხვენია, როცა გამოგონილი ამბავი მამას ინსულტის შესახებ მთელი მონდომებით აიტაცა და აპიარა და არც მაშინ, როცა, თითქოს სამძიმრის სახით, გვირგვინი დადო ბებიას სახლის ჭიშკართან. რომ არა ის ორი ფაქტორი, რომ ქალბატონი ბრძანდებით და ასაკით ბებიად მეკუთვნით - საქმეს სხვანაირად წარვმართავდი და პასუხსაც გაგებინებდით, თუმცა თქვენდამი ჩემი ასეთი ყურადღება ძალიან დიდი პატივი იქნებოდა. ისიც ვიცი, თქვენნაირი მენტალობის ადამიანებს მორალის თემები არც ესმით და არც აწუხებთ.

 

მივმართავ მათ, ვინც პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე, ვალდებულნი არიან ესმოდეთ რას ნიშნავს უსაფუძვლო ბრალდება და ცილისწამება - ჟურნალისტებს: სანამ ჩემ წინააღმდეგ ცილისმწამებელ ინფორმაციას გამოიყენებთ, ერთი დამამტკიცებელი საბუთი მაინც მოიძიეთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ნამდვილად მოგთხოვთ პასუხს კანონის ფარგლებში.

 

დაბოლოს, ვისაც შეგიძლიათ თეთრის შავისგან გარჩევა და სიმართლის დანახვა: კლუბი „ბასიანი“ ჩემი არასდროს ყოფილა, არც რამე კავშირი მაქვს მის მფლობელებთან და არასდროს ვყოფილვარ ამ დაწესებულებაში. პირადად მე და მთელს ჩემს ოჯახს დიდი სურვილი გვაქვს ამ კლუბში მომხდარი „მკვლელობების“ გამოძიებისა და დამნაშავეების სასტიკი დასჯის. იმედია ასეც მოხდება.

 

მე კი გულწრფელად თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას.

 

მუდამ თქვენი ბერა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner