logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: საქართველოში იქნება უპრეცედენტო 1%-იანი, დაბალი საგადასახდო გარემო
- +

7 მაისი. 2018. 15:03

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყანაში იქნება უპრეცედენტოდ დაბალი და კომფორტული საგადასახადო გარემო და ამავე დროს, უზრუნველყოფილი იქნება წვდომა საკრედიტო და სასტარტო კაპიტალის რესურსზე  მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის.

 

„მინდა განმარტება გავაკეთო, თუ რა კავშირშია ე.წ. 1%-იანი საგადასახადო რეფორმა იმ რეგულაციებთან, რომელიც შემოიღო ეროვნულმა ბანკმა და იმ ნაბიჯებთან, რომელიც დამატებით უნდა გადაიდგას, ვინაიდან  ჩვენ მოვისმინეთ გარკვეული ტიპის არგუმენტაცია, რომ სესხებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდებათ იმ ადამიანებს, რომლებთაც დღეს ოფიციალურ დოკუმენტებში  არ აქვთ დაფიქსირებული  მსგავსი ტიპის შემოსავალი. საუბარი იყო სხვადასხვა სპეციალობის მოქალაქეებზე. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის ტყუილი და ძალიან სუსტი არგუმენტი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

 

მისი თქმით, პირველი ივლისიდან ამოქმედებული საგადასახადო რეფორმა შეეხება თითოეულ მოქალაქეს.

 

„ნებისმიერ ადამიანს აქვს და ექნება საშუალება დარეგისტრირდეს, მიიღოს მცირე მეწარმის სტატუსი. 500-ათასიანი ზღვარი, რაც ჩვენ დავაწესეთ, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოიცავს. შესაბამისად, თითოეულ ადამიანს ექნება საშუალება, დარეგისტრირდეს, მიიღოს მცირე მეწარმის სტატუსი და გადაიხადოს სიმბოლური, 1%- იანი გადასახადი ისე, რომ არ მოუწიოს არანაირი ბუღალტერიის წარმოება. ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის ის საგადასახადო რეჟიმი, რაც დღეს არსებობს, მათზე არ გავრცელდება. შესაბამისად, სტატუსის მიღების შემდეგ, მოქალაქე შეძლებს ნებისმიერი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას თუ იგი ჩათვლის საჭიროდ, რომ მიიღოს კრედიტი სხვადასხვა საქმიანობისთვის,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner