logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: იკვეთება მერაბიშვილის ცოლისა და „ნაცების“ ინტერესები!..
- +

7 მაისი. 2018. 16:56

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ „ქართული მარშის“ ახალგაზრდა ლიდერები „ბასიანის“ და მისი გავლენიანი მფარველების მიერ დაპატიმრებული არიან. ბიჭების დაპატიმრებიდან რამდენიმე დღეში სწორედ ამ ახალგაზრდებს უნდა გაემართათ დიდი აქცია „ბასიანთან“, უნდა მოეთხოვათ ამ კლუბის დახურვა, დაედოთ ფაქტები, თუ როგორ იყიდება ნარკოტიკები და გაესაჯაროებინათ მფარველები. აქცია იქნებოდა მრავალდღიანი. დღეს არსებული ინფორმაციით, სწორედ ეს გახდა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მოაწყვეს პროვოკაცია და დააპატიმრეს ბიჭები. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, რათა გაგვერკვია თუ ვინ დგას ბასიანის უკან, მოვიპოვეთ უნიკალური ინფორმაციები და სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ არც ბიძინა ივანიშვილს და არც მისი ოჯახის არცერთ წევრს არანაირი შეხება არ აქვს კლუბ „ბასიანთან“. ამავე დროს, იკვეთება მერაბიშვილის ცოლის, „ნაცების“ ინტერესები და ზოგიერთი მოქმედი გავლენიანი პირის ინტერესებიც. ესაა სიმართლე. მივმართავ ხელისუფლებას - დახურეთ „ბასიანი“ და სასწრაფოდ გამოუშვით ნარკობარონების მიერ დაჭერილი უდანაშაულო პატიმრები!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner