logo_geo
eng_logo
1 თვის განმავლობაში მოქალაქეები პირადობის მოწმობის აღებას უფასოდ შეძლებენ
- +

2 მაისი. 2016. 17:29


26 მაისიდან 26 ივნისამდე საქართველოს მოქალაქეები პირადობის მოწმობის აღებას უფასოდ შეძლებენ.



როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს პოტენციური ამომრჩევლების მონაცემების კიდევ მეტად დაზუსტებას შეუწყობს ხელს.


 

საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი-2", 2016 წლის 26 მაისიდან ახალ კომპონენტსაც შეიძენს. კერძოდ, 26 მაისიდან 26 ივნისამდე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პირადობის მოწმობის აღება იქნება უფასო, რაც პოტენციური ამომრჩევლების მონაცემების კიდევ მეტად დაზუსტებას შეუწყობს ხელს", -აღნიშნა თეა წულუკიანმა.



საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკო-ს პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა.სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის 1 მაისის მდგომარეობით გადაცემულ სიაში 3,53 მილიონი პოტენციური ამომრჩეველია. ამ სიაში არიან როგორც საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მცხოვრები, ასევე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული  სრულწლოვანი პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქის სამართლებრივი სტატუსი აქვთ. გადაცემულ სიაში ასევე შედიან ის ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან მისამართის მითითების გარეშე (ე.წ. უმისამართოები, სულ 30 298 პირი).


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner