ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4512 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4577 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0065 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9226 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9401 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0175 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.