თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სამების საკათედრო ტაძარში შეხვდა.
სააღდგომო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ აღავლინა.
გიორგი ალიბეგაშვილმა უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული სრულიად საქართველოს მიულოცა.
"ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ამ დიდებულ დღეს, ქრისტე აღდგა! ბრწყინვალე აღდგომა გამორჩეული და უდიდესი დღესასწაულია მართლმადიდებლურ სამყაროში. მინდა სრულიად საქართველოს, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს მივულოცო, ღმერთმა სულ გამარჯვების გზაზე ატაროს საქართველო", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო მსახურებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დედაქალაქის მერი, ასევე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.