ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ახლა რომ გადმოგიგდიათ ენები და ღავღავებთ ტელევიზიებიდან, არასამთვრობოებიანად არიქა დავიღუპეთ ნარკოტიკებისგანო, თქვენ არ იყავით ნარკოტიკების ლეგალიზაციას რომ მოითხოვდით და მქოლავდით, როცა ვამბობდი ნარკოტიები ცუდია მეთქი და „პროგრესის მოწინააღმდეგეს“ მეძახდით? ეხლა მაინც მოდით აზრზე და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა დაიწყეთ, ეგების და გვეშველოს რამე, სანამ მართლა გვიანი არ არის...“ - წერს ფოფხაძე.