logo_geo
eng_logo
დეა შაფათავა: ამას, ნაციონალების ყურშების და ფინიების საყურადღებოდ ვწერ!
- +

8 მაისი. 2018. 00:32

 

 

დეა შაფათავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ღამე მარათონიდან დაბრუნებული ძალიან დაღლილი ვიყავი.

 

ვნახე ბერას პოსტი. ვნახე გულები და სიყვარულები. მადლობა. მიხარია.

 

მერე შევედი იმ კამეჩთან, სახელად მეგი. ზოგადად, კაცი მეგონა. ქალად წოდებული ყოფილა. არ ვიცოდი.

 

ფოტოები გადამიშალეს, ჭორვილაში რომ მისულა ვენოკით ხელში, გამახსენდა ეს არსება.

 

არ ვიცნობ და არც მაინტერესებს, მე სულ სხვა განზომილებაში ვცხოვრობ, მაგრამ მსგავს ცილისწამებას აღარ გავუჩუმდები.

 

რასაც ვფიქრობდი, ყველაფერი დავწერე მის უჭუჭყიანეს სივრცეში; რა თქმა უნდა, ჩემს სტილში და მათ ფსკერამდე დაცემის გარეშე..

 

ამას რატომ ვწერ: ნაციონალების ყურშების და ფინიების საყურადღებოდ: ოცნების მხარეს ვართ საღად მოაზროვნე საზოგადოება, რომელიც არ გაგატარებთ და არ გაგახარებთ.

 

20 წუთში გამოაშკარავდა მათი ძონძი დონე. შემომესია რაღაც ზუნზლიანი სადედაკაცეთი უსაძაგლესი შეურაცხყოფებით.

 

არ მაინტერესებს, მათი შეურაცხყოფა ჩემამდე ვერც ვერასოდეს მოვა, მაგრამ ისინი, ვინც ბერას გულებს და სიყვარულებს უწერთ, მიდით და მის მტრებს პირში შემოუძახეთ. იკადრეთ და ამოიღეთ ხმა. ეს ბერას გვერდში დგომა არაა მარტო, მისი სამიზნე ბერა არაა, მისი სამიზნე საზოგადოების აზრის წაბილწვაა. არადა სიმართლე ყველამ ვიცით დიდი ხანია, რატომ დუმხართ?

 

მე დამბლოკა, ვერ გაუძლო კამეჩის გულმა ჩემს პოლემიკას.

 

ვინც არ ხართ დაბლოკლები, აქეთ მხარეს გულ-ყვავილი არ კმარა, ხმა ამოიღეთ.

 

სამწუხაროდ, ვინც საჯარო სივრცეში ან სამსახურშია, ხმას ვერ იღებს, და ვისაც ხმის ამოღება შეუძლია, დუმს. ვერ გავიგე, რა ხდება.

 

ირაკლი, მადლობა შენ, რომ ყოველთვის სიმართლის მხარეს ხარ. გამორჩეულად გცემ პატივს შენი პირდაპირობისთვის და სიმართლისთვის. დაე, გიძახონ, რასაც გეძახიან, გაუძლებ, როგორც ჩემი და უძლებს. მთავარია, შენს თავთან და სინდისთან იყო მართალი.

 

სამწუხაროდვე, ჩემი შეუპოვარი და, იუნა შაფათავა მუდმივ რეჟიმში დაბლოკილია და ვერაფერს წერს. როცა სიმართლეს წერს, მაშინაც დუმხართ.

 

დაარეპორტეთ ეგ კამეჩი და მისი სადაქალო-საძონძეთი. დაბლოკეთ და გააპროტესტეთ ავადმყოფური ვნებათა ღელვა. ასეთია ჯანსაღი საზოგადოების რეაქცია და არა ინერტული დუმილი.

 

ნუ ვაძლევთ სარეველა ბალახს უფლებას, მოძლიერდეს და წაბილწოს საღი აზრი“, - წერს დეა შაფათავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner