logo_geo
eng_logo
ზვიად ტომარაძის რეპლიკა გიორგი გაბუნიას „წარმართულ ბოდვებზე“!
- +

2 მაისი. 2016. 18:21


საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების წარმომადგენელი ზვიად ტომარაძე facebook--ზე შემდგე პოსტს აქვეყნებს:



"საულ, საულ, რად მდევნი მე? გაგიჭირდება დეზის ჩაწიხლვა!"

შაბათს 30 აპრილს "რუსთავი 2"-მა გაბუნიას პირით გვითხრა, იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა წარმართული რიტუალია, ისევე როგორც კვერცხების ღებვა და სასწაული არ არისო!!!

 

 

დიდ შაბათს იერუსალიმის აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავზე წმიდა ცეცხლის გარდამოსვლა მტკიცებაა მართმადიდებლური სარწმუნოების სწავლების ჭეშმარიტებისა!

თუ ცეცხლის გარდამოსვლა სასწაული არ არის, მაშინ რატომ გადმოდის წმიდა ცეცხლი მხოლოდ მართლმადიდებელთა კანდელზე, როდესაც გვერდით სომხების და კათოლიკებისა კანდელებიც დგას?

 

 

ცნობილი ფაქტია ისიც, რომ როდესაც სომეხ მონოფიზიტებს პირველობის პრეტენზია გაუჩნდათ, მათ მოისყიდეს თურქი ჯარისკაცები, კუვუკლიაში ადრე შევიდნენ, კარი ჩაკეტეს და მართლმადიდებელი პატრიარქი შიგნით არ შეუშვეს. სომხები დიდხანს ელოდნენ სასწაულს, მაგრამ ცეცხლი არ გადმოდიოდა. მართლმადიდებელი პატრიარქი მრევლთან ერთად კარის წინ იდგა და იმ დროს, როდესაც ტაძარში ჩაკეტილი სომხები უფლის ნიშანს ელოდნენ, მოწმენდილ ცაზე დაიქუხა, ტაძრის მარმარილოს სვეტი გაიბზარა, მასზე გაჩენილი ნაპრალიდან ცეცხლი გადმოვიდა და მართლმადიდებელი პატრიარქის სანთლები აანთო. გაბზარული სვეტის ნახვა ყველას დღესაც შეუძლია.

 

 

ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალში მნიშვნელოვანია არაბი მართლმადიდებლების ლოცვა, ხმაურითა და დაფდაფებით. ბრიტანეთის ბატონობის წლებში ინგლისელმა გუბერნატორმა სცადა აეკრძალა „არაბების როკვა", მაგრამ ცეცხლი არ გადმოვიდა, სანამ იერუსალიმის პატრიარქის ბრძანებით ტაძარში არაბმა მართლმადიდებლებმა ლოცვა არ აღავლინეს.

ძალიან უადგილო და გასაკვირია სიტყვა „წარმართულის" ხსენება როგორც ცეცხლის გარდამოსვლასთან, ასევე კვერცხის შეღებვასთან დაკავშირებით. კვერცხის შეღებვის ტრადიცია მარიამ მაგდალინელის რომში ჩასვლას უკავშირდება, როდესაც იგი იმპერატორ ტიბერიუსთან ჩავიდა, საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღდგა!". იმპერატორმა ეჭვით გადახედა და უთხრა: „მკვდარი ისევე აღდგებოდა, როგორც ეგ კვერცხი გაწითლდებაო". კვერცხი გაწითლდა... ამ დღის შემდეგ ქრისტიანები აღდგომას წითელი კვერცხით ეგებებიან.

 

 

ორივე ფაქტი ხომ ქრისტეს აღდგომას უკავშირდება და საიდან არის წარმართული?

ფრიად სამწუხაროა მუკ-ის (მებრძოლ უღმერთოთა კავშირი) წევრთა ასეთი დამოკიდებულება საკუთარი ერის რელიგიის მიმართ, თუმცა ყველას აქვს შანსი მონანიებისა და ჭეშმარიტების გზაზე დადგომისა, ამის საუკეთესო მაგალითია სავლეს - პავლედ მოქცევა. გულწრფელად ვუსურვებ სინანულს და სანამ ეს დღე დადგებოდეს: "საულ, საულ, რად მდევნი მე? გაგიჭირდება დეზის ჩაწიხლვა!", - წერს ტომარაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner