ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი შორენა სიხარულიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ერთმანეთისთვის მოქნეული ხელი ჩვენს სამშობლოს ხვდება''... რამდენჯერ უთქვამს ეს სიტყვები და არა მხოლოდ ასეთი „მაღალი“ ტრიბუნიდან, არამედ ძალიან ახლო მეგობრებთან ჩვეულებრივი საუბრისას და იმდენად გულწრფელად, რომ ძალიან ძნელია, მის სიტყვებში ეჭვი შეიტანო...
...იმდენად უსამართლოდ მოექცნენ, იმდენჯერ დაუმსახურებლად ატკინეს გული, იმდენმა აქცია ზურგი მაშინ, როცა უბრალო, ადამიანური თანადგომა სჭირდებოდა, თუმცა, არ მახსოვს, თუნდაც ერთხელ ვინმეზე აგრესიით ელაპარაკა!...
მახსოვს ერთხელ წმინდა გიორგის უძლიერეს სალოცავში ვიყავით... ლოცვის შემდეგ მოსახსენებლის წერა დავიწყე ტაძარში დასატოვებლად - კობას ვუთხარი, შენები (ოჯახის წევრები ვიგულისხმე) ჩამოვწერე და კიდევ ვინ გინდა, რომ მოიხსენიონ-მეთქი... სულ მცირე, ორი თაბახის ფურცელი გავავსე... პირველ რიგში, მისი ავისმსურველები ჩამომაწერინა - გაოგნებული ვუყურებდი, ის კი აგრძელებდა, მკარნახობდა და მეც ვწერდი... კი ვბრაზდებოდი, მაგრამ ტაძარში ხმას როგორ ამოვიღებდი?!
...ადამიანობა საკუთარ წყენაზე მაღლა დგომაა! ასეთებს შეუძლიათ, მხოლოდ, ქვეყანაზე იზრუნონ და საკუთარი „ქონდრისკაცური მედან“ არ უყურონ სამშობლოს!
წარმატებები შენ და ყველას, ვისთვისაც „სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა“...
კობა კობალაძე - კაცი ხარ შენ, ადამიანი და უმაგრესი“ - წერს შორენა სიხარულიძე.