სამართლის დოქტორი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ნარკოტიკის გამსაღებელი არის ბარიგა და მკვლელი, მისი ადგილი არის ციხეში!
კიდევ 2 ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა რომელიღაც ბარიგამ თბილისში. მომხმარებლის არ დასჯის მოთხოვნას უკვე ბარიგებიც ცდილობენ ამოეფარონ, უნდათ, ნარკორეალიზატორებად იქნენ მოხსენიებულნი და მათდამი კორექტული დამოკიდებულების მოთხოვნებსაც აჟღერებენ სხვების პირით. ყველაზე საშიში კი სწორედ ბარიგები არიან, რომლებიც პროფესიონალი კილერებივით მხოლოდ სხვისი უბედურების ხარჯზე „ბედნიერად“ ცხოვრობენ. ამ ვირუსის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური ანტივირუსი საზოგადოებრივი დამოკიდებულებაა, რომელიც ნებისმიერ ბარიგას თავის სათანადო ადგილს მიუჩენს“, - წერს ბრეგაძე.