logo_geo
eng_logo
სერ ალექს ფერგიუსონს ტვინის სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა
- +

8 მაისი. 2018. 02:42

 

 

BBC-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ჰოსპიტალიზებულია.  მას ტვინში სისხლჩაქცევა ჰქონდა, რის გამოც გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

 

ფერგიუსონი 27 წლის განმავლობაში (1986-2013 წლებში) საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი იყო. ამ პოზიციაზე მუშაობისას მან მრავალი ტიტული მოიპოვა და მრავალი რეკორდი მოხსნა. ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად აქცია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner