logo_geo
eng_logo
სოფელ დიცში საგუშაგოზე პოლიციის კაპიტანი გარდაცვლილი იპოვეს
- +

8 მაისი. 2018. 11:59

 

გორის რაიონში, სოფელ დიცში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის კაპიტანი მასზე გაფორმებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად არის გარდაცვლილი.

 

43 წლის ნუგზარ ბარიშვილს ჭრილობა, სავარაუდოდ, მუცლის არეში აქვს მიყენებული. ის ექსპერტიზაზე გორის პროზექტურაში გადაასვენეს.

 

ოჯახის წევრებმა მომხდარი მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ბაზაზე გარდაცვლილის დედა მივიდა. ის ამავე ბაზაზე მუშაობს.

 

გარდაცვლილის მეუღლის თქმით, ის გუშინ ესაუბრა ტელეფონზე და უცნაური არაფერი შეუნიშნავს.

 

ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner