logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: იცხოვრე სიყვარულში...
- +

2 მაისი. 2016. 19:21


ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.



ვულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს საქართველოში, მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს თანამემამულეებს დედამიწის ნებისმიერ წერტილში - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! გისურვებთ ყველას - არ მოგკლებოდეთ სიყვარული, სიკეთე და არც თქვენ მოაკლოთ ირგვლივმყოფებს! მხოლოდ დადებითი და ნათელი ზრახვებით, მხოლოდ მოყვასის გვედრში დგომით და კეთილი საქმეების კეთებით შევძლებთ იმ გზით სიარულს, რომელსაც ჭეშმარიტებამდე მივყავართ! აკეთე სიკეთე და იცხოვრე სიყვარულში - ამას გვასწავლიდა იესო და ეს არის მისი გზა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიაროთ. ქრისტე აღდგა! გილოცავთ!", - წერს კალაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner