logo_geo
eng_logo
ივანე კაციტაძე: საქართველოში ბავშვთა პორნოგრაფიის საკითხი ნამდვილად დგას
- +

8 მაისი. 2018. 18:19

 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე შსს-ს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტექნოლოგიების, კვლევის და დანერგვის განყოფილების წარმომადგენლებმა გაწეული საქმიანობის შესახებ კომიტეტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს.

 

შს სამინისტროს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტექნოლოგიების, კვლევის და დანერგვის განყოფილების უფროსის ივანე კაციტაძის განცხადებით, საქართველოში ბავშვთა პორნოგრაფიის საკითხი ნამდვილად დგას და არიან ადამიანები, რომლებიც ამ პროდუქციით ინტერესდებიან.

 

„გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, რამდენიმე საქმე, რომელიც დასრულებულია ან მიმდინარეობს. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ძირითადად ბავშვთა პორნოგრაფიის მასალები უცხოეთიდან ვრცელდება. არის სპეციალური დახურული საიტები, რომელიც „უბრალო მომხმარებლისთვის“ ხელმისაწვდომი არ არის. ძირითადად ფორუმის სახის საიტებია, რომელიც უცხოეთში მდებარეობს. ხშირ შემთხვევაში, ასეთი საიტები ისეთ სერვერებზეა განთავსებული, სადაც არც ერთი ქვეყნის იურისდიქცია არ ვრცელდება. საკმაოდ ძნელია რაიმე სახის ინფორმაციის გამოთხოვა“, - აცხადებს ივანე კაციტაძე.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner