logo_geo
eng_logo
დიმიტრი მედვედევი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცეს
- +

8 მაისი. 2018. 18:39

 

რუსეთის პარლამენტმა დიმიტრი მედვედევი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

 

მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა „ედინაია როსიამ“ და „ლიბერალურ დემოკრატიულმა პარტიამ“, ხოლო მხარი არ დაუჭირეს „კომუნისტებმა“ და „სამართლიანმა რუსეთმა“. შესაბამისად, მას მხარი დაუჭირა 374 დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგ 56 წავიდა.

 

კენჭისყრამდე რუსეთის პარლამენტს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეწვია. მან მხარი დაუჭირა დიმიტრი მედვედევის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner