საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას გამოეხმაურა.
„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გარდატეხა შეიტანა საქართველოს ცხოვრებაში. ჩვენ შეუქცევადად დავადექით განვითარების ისეთ გზას, სადაც ადამიანის უფლებები აღარ დაითრგუნება. ეკონომიკაც ნელ-ნელა წავა წინ. ბატონი ბიძინას აზრებსა და იდეებს აბსოლუტურად ვიზიარებ, რადგან ხალხის კეთილდღეობისაკენ არის მიმართული“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.