ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:
„ეროვნული მოძრაობის რიგებს გამოაკლდა უკეთილშობილესი ქალბატონი მიმოზა მიქაია, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე სულდგმულობდა ეროვნული იდეალებით, აქტიურად გამოხატავდა პროტესტს უსამართლობის მიმართ, ყველა მშვიდობიანი აქციის მონაწილე იყო, თავისი შემართებით, პრინციპულობით, უანგარობით და პატიოსნებით... ძალიან ეამაყებოდა რომ კოლხურ კოშკთან ახლოს ცხოვრობდა და მხარდაჭერასთან ერთად მეზობელი იყო ზვიად გამსახურდიასი... გალის ქუჩაზე მომხდარი ბევრი ისტორიული მოგონება თან გაიყოლა მიმოზა მიქაიამ დიდი დარდით და წუხილით... ხვალ მშობლიურ მარტვილის რაიონში მიაბრძანებენ, მსუბუქი იყოს მისთვის სამშობლოს მიწა... იმ სამშობლოსი რომლის გულისთვის გალია მთელი ცხოვრება არაჩვეულებრივმა პიროვნებამ!
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ!“ - წერს შონია.