არასამთავრობო ორგანიზაციის „გადაარჩინე სიცოცხლე" დამფუძნებელი, მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს ათი წელი გახდა, რაც ჩემი შვილი დაგვემშვიდობა, ამბობენ დრო მკურნალიაო, კი ასეა ნამდვილად, ვისაც ჭრილობა აქვს მოსაშუშებელი, მაგრამ, როცა შვილი გტკივა ეს უფრო და უფრო გაუსაძლის ტკივილს იწვევს... ოთხ წელ ნახევარი მის მტრებს, ნაციონალებს ვეხვეწე სამართალი მაპოვნინეთ, ოთხ წელ ნახევარი მისი უფლებების დამცველებს ვეხვეწები მიშველეთ მეთქი და... რა?
დღეს თურმე სად უნდა მოწიო სიგარეტი, ის უფრო პრიორიტეტული ყოფილა, ვინემ ჩემი შვილისა და ამდენი ახალგაზრდის უმოწყალოდ დახოცვა ქუჩაში, ციხეებსა თუ გამომძიებლების კაბინეტებში... ვერცერთი გახმაურებული საქმე ვერ მიიყვანა პროკურატურამ ბოლომდე და ვერ მივაღწიეთ სამართალს... ფიქრის დრო ძალიან ცოტა დარჩა... ნუ ჩაგვადენინებთ მოუფიქრებელს...“ - წერს გამცემლიძე.