logo_geo
eng_logo
ჰასან როჰანი: აშშ-ი არ არის სანდო პარტნიორი!
- +

9 მაისი. 2018. 01:04

 

„აშშ-ის ქმედებების მიუხედავად, ირანის ბირთვული ორგანიზაცია მზად არის, ინდუსტრიული ურანის გამდიდრება შეზღუდვების გარეშე განაახლოს“, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანმა განაცხადა.

 

„აშშ-ი არ არის სანდო პარტნიორი. ირანი ყოველთვის ასრულებდა თავის ვალდებულებებს, რაც აღნიშნა კიდეც საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომ. თავად აშშ-ის კი არასდროს შეუსრულებელია აღებული ვალდებულება. აშშ-ი ირანის მიმართ ყოველთვის იჩენს მტრულ დამოკიდებულებას. აშშ-ის პრეზიდენტს აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებების ძირის გამოთხრის გამოცდილება. ტრამპის გადაწყვეტილება არის უკანონო, არალეგიტიმური და არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს. თუ ჩვენ მივაღწევთ ბირთვული შეთანხმების ამოცანებს დარჩენილ ხუთ ქვეყანასთან თანამშრომლობით, აღნიშნული შეთანხმება ძალაში დარჩება“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანმა.

 

„აშშ-ი ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გადის“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner