logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: რჩევა ქართველ თვითგვემია ქაჯებს და BBC-ის!
- +

2 მაისი. 2016. 22:08


ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს სააღდგომო ტრადიციებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს:

 

„ჩემი რჩევა ქართველ თვითგვემია ქაჯებს და BBC-ის!

 

სხვის თვალში ბეწვის ძიებას ჯობია საკუთარ თვალში დირეს მიხედოთ!!!

მესმის თქვენი შოკის - ჩვენ ხომ გარდაცვლილი ოჯახის წევრების ფერფლს, ქილებით არ ვინახავთ სასადილოში.

ზედაპირული ექსკურსი.........

 

- საუდის არაბეთში - დემოკრატიამ, ერაყსა და ავღანეთში მშვიდობამ არ ჩაგაგდოთ შოკში?

 

- პუტინის ბარბაროსობამ საქართველოსა და უკრაინაში - არ გამოიწვია თქვენში პროტესტი?

 

- პირველი საკონცენტრაციო ბანაკები რომ შემქმენით, ჯერ კიდევ ანგლო-ბურების ომის დროს, და როგორც ეროვნული ღირებულება, მთელ მსოფლიოს რომ მოსდეთ - ამანაც არ შეატოკა თქვენში შოკის ძარღვი?

 

- რასაც დედამიწაზე, თქვენი პირსისხლიანი სამეფოს სახელით ჩადიოდით, ყაჩაღობდით, ძარცვავდით და ანადგურებდით ერებსა და სახელწიფოებს - ის არ გაგდებდათ შოკში?

- ბავშვთა მონური შრომის გამოყენებასა და მონა ბავშვების დეპორტაციის ისტორიაზე რას მეტყვით - რომელიც 1970 წლამდე გრძელდებოდა თქვენს ცხვირაბზუებულ სამშობლოში?

 

- სკოლებში, ბავშვების, საკუთარი შვილების ცემა, მხოლოდ 1999 წელს რომ გააუქმეთ, როგორც სასჯელის ფორმა - თქვენ ის ბრიტანელები არ ხართ?

 

- დილის პოლიციური ეკიპაჟებიდან დაწყებული, და თითქმის ყველა დამკრძალავი პროცესიით დამთავრებული, დღემდე რომ ცხენებს იყენებთ - ლონდონშიც კი, და ნეხვის ფერი (არომატზე აღარ ვიტყვი) რომაა ტემზა - ეგ როგორ ჯდება შოკუნიებში?

 

- ასეთ ჰუმანურ და ცხოველების მოყვარულ ხალხს, არც მელიებზე ნაციონალური ნადირობა არ გაღელვებთ?

 

- სულ დამავიწყდა, არაკასტრირებული, ფსლის სუნით გაჟღენთილი ღორის ხორცის ჭამაც (შემწვარი ბეკონი საუზმეზე) - არ გაგდებთ შოკში?

 

- არც მატლების ამოთხრის ეროვნული დღე?

 

- არც ეკლესიების - დისკოთეკებად, რესტორნებად, სასტუმროებად გადაქცევა იწვევს თქვენში შოკს - ხომ ასეა? (იხილეთ ფოტო კომენტარებში)

 

- არც აქ (იხილეთ ფოტო კომენტარებში) სადილი და ჭამა, არ გაგდებთ შოკში - არაა?

 

- და არც ნათესავებს დავდევთ - ოჯახის შესაქმნელად.

 

ხოდა ამიტომ გეტყვით, ჩვენ - ისევე როგორც თქვენ და მსოფლიოს სხვა ხალხებს, საკმარისი გვაქვს უცნაური ტრადიციები, ადათ-წესები. ჩამობრძანდით, ისიამოვნეთ ჩვენი ხალხის სტუმარ-მასპინძლობით, დატკბით საქართველოთი, დახარჯეთ ფული და დაგვანებეთ ჩვენი მკვდრები. აი ასეთები ვართ ქართველები - როგორებიც ვართ. ასეთი ტრადიცია გვაქვს ჩვენი მიცვალებულების პატივსაცემად. და ის დღე დაიქცეს, აღდგომას საფლავზე რომ არ გავა ქართველი კაცი და ჭიქას არ წაუქცევს!!! ასეც არ გადავგვარდებით!

 

და ბოლოს;

- მეგობრებო - სიუჟეტის ავროტი, არაფერს ცუდს არ ამბობს ჩვენზე. ის უბრალოდ, სრულიად ვერ ერკვევა ან მარხვა რა არის, ან რატომ ვმარხულობთ, ან რას ნიშნავს სული წმინდა და საერთოდ ისე შორსაა რელიგიისგან - როგორს მთლიანად ბრიტანეთი. რა თქმა უნდა - ჩვენც ვიცით ხოლმე გადამლაშება, და მავანნი, აღდგომას საფლავის მონახულებისა და სანთელის ანთებას, ღრეობად აქცევს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი საქართველო - ქეიფობს მკვდრებთან ერთად. ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი მიცვალებულების ხსოვნას. ასე იყო ეს ყოველთვის და ასე იქნება მუდამ. პაპაჩემი და ბებიაჩემი მეუბნეოდნენ ბავშვობაში - ჩვენ რომ აღარ ვიქნებით, აღდგომას ამოხვალ ჩვენს საფლავზე, თითო ჭიქას წაუქცევ შენს ოჯახთან და ძმაკაცებთან ერთად და ჩვენ სულებს ნათელი მოეფინებაო... რამდენი ლეგენდაა იმაზე, რომ საფლავს რომ არ მოინახულებ, როგორი მარტო, მოწყენილი და მიტოვებული რჩება შენი გარდაცვლილი ახლობელის სული, რომელიც ხედავს, რომ სხვები ახსოვთ - ეს კი დაავიწყდათ.

 

.. ბევრი სიკეთეც მოგიტანიათ კაცობრიობისათვის - ინგლისელებო, მაგრამ თავს ნუ გამოიდებთ ძაან გთხოვთ - ჩვენთან მითუმეტეს! ნუ დაგავიწყდებათ - ჩვენ პირველი ევროპელები ვართ!

 

... - ახლა გინდა რეტროგრადი მეძახეთ და გინდა ბნელი. ასეთი ქართველი ვარ - მე!"


 


 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner