„ლისაბონში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოლეგ ბელოუსი გარდაიცვალა“, - წერს რუსული მედია ქვეყნის საგარეო უწყების ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით. დიპლომატი 67 წლისა იყო.
ოლეგ ბელოუსი პორტუგალიაში რუსეთის ელჩად 2013 წლიდან მუშაობდა. პრესა მისი გარდაცვალების მიზეზზე არაფერს წერს.