logo_geo
eng_logo
ავიგდორ ლიბერმანი: აშშ-ის გაბედული ნაბიჯი ირანის რეჟიმის დაცემას გამოიწვევს!
- +

9 მაისი. 2018. 01:21

 

„აშშ-ს ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლა გაბედული ნაბიჯია, რომელიც ირანის რეჟიმის დაცემას გამოიწვევს“, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა.

 

„პრეზიდენტი ტრამპი თავისუფალი მსოფლიოს ლიდერია, რომელმაც დღეს აიათოლების რეჟიმს მკაფიოდ და მტკიცედ განუცხადა: მორჩა! ირანი დიქტატურაა, რომელიც მხარს უჭერს და აფინანსებს ტერორიზმსა და სიკვდილს მსოფლიოს მასშტაბით. ირანი თავისი არსით ტერორისტულია და ბირთვული იარაღისკენ მიისწრაფვის. ტრამპის ეს ნაბიჯი გაბედულია, რაც ამ საშინელი რეჟიმის დაცემას გამოიწვევს“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა. ამასთან ერთად აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანს ყველაზე მაღალი დონის ეკონომიკური სანქციები დაუწესდება, რომელიც 2015 წლის შეთანხმების ფარგლებში გაუქმდა

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner