logo_geo
eng_logo
დიანა ღურწკაია: დავიბადე სოხუმში, რა თქმა უნდა, ჩემი სახლი, ჩემი კერა არ მავიწყდება!
- +

9 მაისი. 2018. 03:21

 

მომღერალმა დიანა ღურწკაიამ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე იყვნენ კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები, საზოგადო მოღვაწეები და მათ შორის ვიყავი მეც. ასევე ინაუგურაციაზე იყვნენ ნიკოლოზ ცისკარიძე, ლეო ბოკერია და სხვა კიდევ ბევრი ადამიანი. მე ვარ რუსეთის დამსახურებული არტისტი, საზოგადო მოღვაწე, აქ ვმუშაობ, აქ მყავს ოჯახი. მე ქართველი ვარ და ქართველად მოვკვდები, მთელი ჩემი ცხოვრება, სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ჩემი ქართული სული, ჩემი ქართული ნანა, ჩემი ქართული მეობა ყოველთვის თან დამაქვს. ჩემს შვილს ვზრდი ქართული ტრადიციით. მე დავიბადე აფხაზეთში, სოხუმში, რა თქმა უნდა, ჩემი სახლი, ჩემი კერა არ მავიწყდება“ - განაცხადა მომღერალმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner