logo_geo
eng_logo
გუგული მაღრაძე: ცვლილებები შეიძლება, პროპაგანდა იქნება ეს თუ ტკბილეულის გაყიდვაზე რეგულაციები...
- +

9 მაისი. 2018. 10:33

 

 

„ჭარბწონიანობის საკითხზე ჯერჯერობით ინიციატივა არ არის, თუმცა სერიოზულად ვფიქრობ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ამ საკითხზე თანამშრომლობას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„მთელ მსოფლიოში დგას ეს პრობლემა, განსაკუთრებით ბავშვებში. ამიტომ რაღაც ცვლილებების შემოღება შეიძლება, პროპაგანდა იქნება თუ ტკბილეულის გაყიდვაზე რეგულაციები... ჯანსაღი ცხოვრებისთვის ფიზიკური აქტივობები უნდა გაიზარდოს, კვების რაციონი როგორი ჯობს, ამაზე მშობლებთან მუშაობაც არის საჭირო...

 

 

 

მინდა, პარლამენტმა ისეთი კანონები მიიღოს, რომლებიც მომავალ თაობას კარგი ცხოვრების საშუალებას მისცემს.

 

ჩემი სადეპუტატო დამოკიდებულებით უფრო ორიენტირებული ვარ შორსმიმავალი მიზნების მქონე კანონებზე“, - განაცხადა მაღრაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner