logo_geo
eng_logo
აშშ „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეშფოთებულია
- +

9 მაისი. 2018. 11:03

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციულ საზღვარზე შეზღუდვების დაწესებას ეხმაურება.

 

„აშშ შეშფოთებულია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დროებით დაიხუროს საკონტროლო-გამშვები პუნქტები ადმინისტრაციულ საზღვარზე. ეს გადაწყვეტილება დაემთხვა საქართველოში გამარჯვების დღის აღნიშვნას და აფერხებს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. ამასთან, აშშ მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებასა და დე ფაქტო ცხინვალს, ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები შეწყვიტონ“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

 

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო დღესასწაულების გამო, 7 მაისის 20:00 საათიდან 10 მაისის 08:00 საათამდე დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. სასაზღვრო პუნქტები არ იფუნქციონირებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner