მწერალი გიორგი კეკელიძე XIX საუკუნის სააღდგომო მისალოც ბარათებს აქვეყნებს და იმ „დილემის" შესახებ წერს, რომელიც „აღდგა"-სა და „აღსდგა"-ს ეხება.
„ეს მეცხრამეტე საუკუნის მისალოცი ბარათებია. ეტყობა მაშინაც ამაზე ვკამათობდით ცხარედ - აღდგა თუ აღსდგა.
არადა, ის გამოთქმა: „ეშმაკი დეტალეშია" ცოტა რომ გადავაბრუნოთ და საკითხი გავასიმბოლუროთ: მარტო აღდგა გვახსოვს და ქრისტე გვავიწყება (განაზოგადეთ ეს თემა სხვა საკითხებზეც) შეიძლება ესეც არის ჩვენი ერთი მთავარი პრობლემა.
p.s. ენობრივი საკითხების დადგენის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე, აღდგას, ვიყენებ. თუმცა ხალხური ტრადიცია, აღსდგასაც გვთავაზობს, რაც უპრობლემოდ შეიძლება იქცეს პარალელურ ნორმად."