საპატრულო პოლიციამ ვაკის პარკში მომხდარი დაპირისპირების შედეგად სამი პირი დააკავა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაკავებულები არიან ვალერი კვარაცხელია, მისი ვაჟი და სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრი ნიკა შაყულაშვილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, პოლიციამ სამი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და წვრილმან ხულიგნობის ფაქტს გულისხმობს.
ამასთან, როგორც შსს-ში აღნიშნეს, საპატრულო პოლიციამ მოქალაქეების მიერ საბჭოთა კავშირის სიმბოლიკების გამოყენებაზე რეაგირება მოახდინა. სამართალდამცველები მოქალაქეებს სსკ-ის 154-ე პრიმა მუხლის შესაბამისად მოუწოდებდნენ, რომ შეენახათ სიმბოლიკები, რასაც ყველა მათგანი დაემორჩილა.