logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: კარგ ქვეყანაში ვცხოვრობთ და უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებთ, თუ...
- +

9 მაისი. 2018. 17:45

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე მალე პარლამენტს ახალი ინიციატივით მიმართავს. ამჯერად ინიციატივა ჭარბწონიანებს უკავშირდება. დეპუტატი ჭარბწონიანებზე რეგულაციების დაწესებას მოითხოვს. რა სახის იქნება რეგულაციები და როგორ შეიფუთება კანონი, ჯერჯერობით უცნობია.

 

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი აღნიშნულ ინიციატივას გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბარში გამოეხმაურა.

 

„1. სიგარეტზე რეგულაციებს მივესალმები, თუმცა რომის პაპზე კათოლიკეებად მოიკლეს თავი.

 

  1. ჭარბწონიანობაზე - მგონია, რომ სიტყვა რეგულაცია, მინიმუმ, არასწორია. ალბათ, იგულისხმებოდა - ჯანსაღი ცხოვრებისა და კვების წესების პოპულარიზაცია და სახელმწიფოს როლი ამ საქმეში. სხვა არც წარმომიდგენია.

 

  1. კარგ ქვეყანაში ვცხოვრობთ და უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებთ, თუ ხელისუფლება მუდამ გვეყოლება გამადიდებელი შუშის ქვეშ და არ მოვადუნებთ. საჭიროების შემთხვევაში, იშვიათად ვეტყვით მადლობას და გავამხნევებთ, მაგრამ ძირითადად გვექნება მოთხოვნები, კრიტიკა და კონტროლი“, - განაცხადა ყანდიაშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner