logo_geo
eng_logo
გუგული მაღრაძე: ამ კანონის ამოქმედება მნიშვნელოვანი იყო
- +

9 მაისი. 2018. 19:06

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ინიციატორმა გუგული მაღრაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აღნიშნული კანონის ამოქმედება მნიშვნელოვანი იყო.

 

„საქართველოს მოსახლეობის 34% ეწევა. ამ დაავადებებს ეწირებიან არა მარტო მწეველები, არამედ არამწეველებიც. ასე რომ, ამ კანონის ამოქმედება მნიშვნელოვანი იყო. ყველა ქვეყანაში ასე მოხდა - ამოქმედებიდან 4-5 თვის შემდეგ ბევრმა დაანება მოწევას თავი, ვინც არა, ეჩვევიან იმ აზრს, რომ არ შეიძლება არამწეველებთან მოწევა. რას ნიშნავს მწეველთა უფლებები? ჩვენ მოწევას არავის ვუშლით, ოღონდ იქ არ უნდა მოსწიონ, სადაც არამწეველები არიან, რათა გამონაბოლქვით არ დააზიანონ ისინი“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონი 1 მაისიდან ამოქმედდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner