logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი შეიძლება პარტიის წევრი არც იყოს...
- +

9 მაისი. 2018. 22:56

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, „TVპირველის“ ეთერში, მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატურაზე საუბრისას აღნიშნა, რომ შესაძლოა ის პარტია  „ქართული ოცნების“ წევრი არ იყოს.

 

„პირდაპირი არჩევნებია და თუ არ მოგეწონებათ კანდიდატურა, რაც არ უნდა გეძახოთ ხმა მიეცით-თქო, არ მისცემთ უბრალოდ და მაგით დამთავრდება, ამიტომ კანდიდატურა, ყველა ჭრილში, ყველა კომპონენტში იქნება შერჩეული, როგორც ელექტორული თვალსაზრისით, ისე მიმღებლობის თვალსაზრისით. ის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი, მარტო „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი ხომ არ უნდა იყოს?! მთელი საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს და ბუნებრივია, ფართო საზოგადოებისთვის უნდა იყოს მისაღები: მედიისთვის, არასამთავრობოსთვის, „ქართული ოცნებისთვის“. შეიძლება „ნაცმოძრაობისთვის“ არა, რადგან მათთვის არაფერი ჩვენი მისაღები არ არის, მაგრამ პროფესორებისთვის, სტუდენტებისთვის, ყველასთვის მისაღები უნდა იყოს.

 

შეიძლება ეს იყოს პარტიის წევრი, შეიძლება არ იყოს პარტიის წევრი და უბრალოდ, „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყოს“, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner