საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„არ დავუჯეროთ ექიმს, ნარკოლოგს, ფსიქიატრს, ფსიქოლოგს. დავუჯეროთ, რომ ბაბუაჩემს-ბებია კუბდარს ვერ უცხობდა თუ კანაფს არ ჩაყრიდა შიგთავსად...
ტელევიზიებში ენა გატლეკილნი, შეფარვითი ბარიგები მიიწვიეთ და მეტი ასაუბრეთ და გაულაითეთ თუ რა სასარგებლოა კოკაინი და როგორ ახალისებს ტვინს...ის შედარება არ დაგავიწყდეთ ღვინოც, რომ მავნებელია და შაქარიც.
თან ის კი არ თქვათ, რომ გაყიდვა-გაკეთება ცუდია, არამედ თუთიყუშებივით უკაკუნეთ ცისფერი ეკრანიდან, რომ ეს ადამიანის არჩევანია...
თან იძახეთ ვინ კითხავს ხელისუფლებას: ,,ჩემი სხეული ჩემიაო,,-პარალელურად წამლისგან რომ დალპება ეგ ,,ჩემი სხეული,, სახელმწიფომ უნდა გვიმკურნალოს ძვირადღირებული პროგრამების ასევე ძვირადდღირებული მედიკამენტებით, წლების მანძილზე.
ნუ არაფერს ვამბობ იმაზე თუ როგორ უბედურდება ოჯახები, ცოლ-ქმრულ მოვალეობას ვერ ასრულებენ, შობადობა იკლებს, გენოფონდი მახინჯდება და მკვეთრად კლებულობს, მატულობს კრიმინალი, ოჯახური ძალადობა, ფინანსურად ინგრევა ოჯახები და ა.შ.
ჩვენს შვილებს საერთოდ არ მინდა გარემო დახვდეს, სადაც „ჩემი სხეული-ჩემია“. მოზარდისთვის გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს, მიმბაძველობასაც...
ბარიგებს, რომ დაიჭერს პოლიცია დიდი სანთლებით გავვარდეთ და გავაბრდღვიალოთ რუსთაველი: არიქა თავზე გვენგრევა ქვეყანა, ასეთი ოჯახის შვილი და ისეთი ოჯახის სიძე ამას როგორ ჩაიდენდა თქო...
მარტო სახელმწიფოს იმედად ნუ ვიქნებით, ნარკოტიკის პროპაგანდა და გალაითება უნდა შეწყდეს. დარჩება ეს ქვეყანა უცხოტომელს!
მეათასედ ვაფიქსირებ: არანაირ ლიბერალიზაციას ხმას არ ვაძლევ, არ იცის ქართველმა დოზა, ზომა, წონა...
ენის მოჩლექით საუბარი, მე მაგათთან კარგა ხანია დამთავრებული მაქვს: ანახეთ ტელევიზიებმა ახალგაზრდებს ნარკომანის ზურგი, ხელები, ფეხები...
ორი დღე გონება დავძაბე და 12️7️ ადამიანი დავთვალე, რომელიც ამ სენმა შეიწირა! (თქვენც დაძაბეთ, 50 მაინც გაგახსენდებათ)...
ყველა ნარკოტიკი კლავს, უბრალოდ დროშია სხვაობა. ზოგი მალე კლავს, ზოგიც მოგვიანებით...“ - წერს ჩრდილელი.