ამერიკული Global Benefits Group-ის წარმომადგენელი სადაზღვევო კომპანია Global Benefits Georgia-ს ხელმძღვანელი ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ძალიან ტკივილიანია ემიგრაციაში წასული ამდენი დედა და დედის გარეშე გაზრდილი ამდენი შვილი. დარწმუნებული ვარ უფრო კონკრეტული და დეტალური ინფორმაცია რომ ქონდეთ რა შესაძლებლობები აქვს მცირე თუ საშუალო მეწარმეს საქართველოში, რამდენი სახელმწიფო პროგრამა არსებობს ახალი ბიზნესის დასაწყებად და გასავითარებლად უფრო გაბედავდნენ და თავისით დაბრუნდებოდნენ. ყველა ასეთი ინფორმაცია მალე ერთ საიტზე განთავსდება და იქნებ იპოვონ თავის ადგილი ამ ქვეყანაში“, - წერს კობახიძე.