ჟურნალისტი გიორგი გიგაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„9 მაისი - უდიდესი ქართული გამარჯვების დღესასწაულია!
რუსეთი რომ ჩვენი სამშობლოს ოკუპანტია, ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა ვთქვათ ჩვენი სისხლითა და გენიით მოპოვებულ მსოფლიო მნიშვნელობის უდიდეს გამარჯვებზე!
დიახ, რამდენიც არ უნდა იკნავლონ ტვინმოღრეცილმა ნაცებმა და უშუბლისძარღვო ლიბერასტებმა, 9 მაისი ჩვენი- ქართული გამარჯვებაა!
ის 700 ათასი გმირი, რომელიც საქართველოს სახელით იბრძოდა ნაციზმის წინააღმდეგ, სამშობლოსათვის, მამულისთვის იბრძოდა!
ის 350 ათასი გმირი, რომელიც დაეცა ნაციზმისაგან კაცობრიობის გასათავისუფლებლად, საკუთარი ოჯახის და სამშობლოს გადარჩენისთვის იბრძოდა, რადგან ჰიტლერს რომ გაემარჯვა, საქართველოს და ქართველთა ნასახიც აღარ დარჩებოდა - ჩვენ ჯიშსა და გენს ათასწლოვანი რაიხის უსასტიკეს, ავადმყოფურად კაცთმოძულე მონობაში ამოხდებოდა სული!
9 მაისი, როგორც უამრავი ქართველისთვის, პირადად ჩემი დღესასწაულიც არის, რადგან ამ დღეს მე პატივს მივაგებ იმ ჩემი პაპა-ბაბუების ნათელ ხსოვნას, რომლებიც დიდ სამამულო ომში იბრძოდნენ!
დედაჩემის სამი ბიძა: პიმენ და ალექსანდრე გაგოშიძეები (21 და 26 წლისები) და ვლადიმერ ჯინჭარაძე (17 წლისა) უშთამომავლოდ და უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ ამ ომში!
მამაჩემის მამა - ტარიელ გიგაური და დედაჩემის მამა - აკაკი გაგოშიძე განახევრებულნი, ხეიბრები დაბრუნდნენ ამ უსასტიკესი ომიდან!
და მე პირად შეურაცყოფად მივიჩნევ, როდესაც ვიღაც ავადმყოფი 30-ვერცხლიანი გრანტითქვლეფია იუდა გაიძახის, ეს ჩვენი ომი არ იყოო!
დიახ, ეს ჩვენი ომი იყო და ის ჩვენ მოვიგეთ, უდიდესი მსხვერპლის ფასად!
ეს ქართველთა ომი რომ იყო, რაიხსტაგის თავზე გამარჯვების დროშის აღმართვის უდიდესი პატივი, რუს ეგოროვთან ერთად, სწორედ ამიტომ ხვდა წილად სტალინის თანამემამულეს, ქართველ მელიტონ ქანთარიას!
მეტიც, ის სწორედ ჩვენ მოვიგეთ, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ამ უდიდეს ომს სწორედ ქართული გენიის უდიდესი გამოვლინება - იოსებ ჯუღაშვილი თუ მოიგებდა!
გავა საუკუნეები და აღარავის ემახსოვრება სტალინის მმართველობისას რეპრესირებული ათასები (და არა მილიონები!)...
ისევე, როგორც არავინ იხსენებს წმინდა დავით აღმაშენებელის უსასტიკეს რეპრესიებს საქართველოს ფიზიკურად გადარჩენისთვის!
სამაგიეროდ, ქართველი სტალინი ისტორიაში დარჩება, როგორც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ომის მომგები ყველაზე დიდი მხედართმთავარი, ყველაზე მძლავრი სახელმწიფოს მეთაური, რომლის მეცადინეობით, თხის მწყემსი ბიჭები მსოფლიო დონის აკადემიკოსები ხდებოდნენ!
და როცა ამბობენ, სტალინს საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებიაო, სასაცილოა, რადგან სწორედ სტალინმა აიყვანა მანამდე არნახულ მსოფლიო მნიშვნელობის სიმაღლეზე ქართული მეცნიერება, კინო, თეატრი, ხელოვნება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა!
სწორედ სტალინმა გააცნო მთელ მსოფლიოს რუსთაველი, ილია, ვაჟა!
სწორედ სტალინმა დააწერინა ჯავახიშვილს, ჯანაშიას და ბერძენიშვილს საქართველოს რეალური ისტორიის სახელმძღვანელო (ხრუშჩოვმა რომ აკრძალა უნივერსიტეტებსა და სკოლებში), რომლიდანაც ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, დასტურდება ქართული ცივილიზაციის უძველესი, ლამის დასაბამისმიერი წარმომავლობა!
სწორედ სტალინის მითითებით აღიარა 1943 წელს რუსეთის საპატრიარქომ საქართველოს ეკლესიის 1811 წელს სამარცხვინოდ გაუქმებული ავტოკეფალია!
სწორედ სტალინის პირადი ჩარევის შემდეგ იკადრა უკვე საფრანგეთის პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა საქართველოს შეუფასებელი უნიკალური ეროვნული საგანძურის დაბრუნება სამშობლოში! ჩვენი ფასდაუდებელი საგანძური დღემდე რომ აოცებს მთელ მსოფლიოს, ეს სწორედ სტალინის დამსახურებაა! და რომ არა მისი ჩიბუხის ერთი დაკაკუნება, ჩვენ ქართულ სიწმინდეებს (ანუ რაც დატაცებას გადაურჩებოდა) ლუვრში დაგვანახებდნენ... შორიდან!
და ბოლოს, ამერიკულ ჰოლივუდს ათწლულების განმავლობაში მილიარდობით დოლარი აქვს დახარჯული ასობით ზღაპრის გადაღებაში, როგორ გადაარჩინეს სარამ და ბენიამინმა სამყარო გარდაუვალი კატასტროფისაგან!
ჩვენ კი გვყავს რეალური გორელი სემინარისტი - ტიტანი, რომელმაც რეალურად და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მარტომ(!!!), მხოლოდ თავისი გენიის წყალობით, იხნა კაცობრიობა გარდაუვალი ნაცისტური კატასტრიფისგან!
სტალინი რომ არა, მისი მაგინებლები ან საერთოდ არ დაიბადებოდნენ, ანდა, თუ ბუნება დაუშვებდა ასეთ შეცდომას და მაინც დაიბადებოდნენ, მათ ან გერმანელი ბიურგერის ღორების ფერმაში, ნაკელში ხვანხვალში ამოხდებოდათ სული, ანდა, უბადრუკი სიცოცხლის ბოლომდე თურქი ბატონის ჰარემში აზიარებოდნენ ანალური სექსის საიდუმლოებებს - თან, სქესისა და ასაკის მიუხედავად!
ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ სტალინისტი არ ვარ, იმის საფუძველი კი აშკარად მაქვს, ხმამაღლა ვთქვა ქათმისტვინა დემაგოგი გრანტ-ძღვენიჭამია ლიბერასტებისა და მათი სატანისტი პატრონების გასაგონად:
მეამაყება, რომ კაცობრიობა ჰიტრლერული ნაციზმის გარდაუვალი მონობისაგან ქართული გენიის უთვალსაჩინოესმა გამოვლინებამ - იოსებ ჯუღაშვილმა (გენერალისიმუსმა სტალინმა) გადაარჩინა!“ - წერს გიორგი გიგაური და ფოტოს აქვეყნებს.
ფოტოზე: თეირანი, 1943.
„დააკვირდით, როგორი ბავშვური აღტაცებითა და მოწიწებული თრთოლვით შეჰყურებს უდიდესი ანგლო-საქსური იმპერიული ცივილიზაციის ორი ტიტანი - რუზველტი და ჩერჩილი ,,გორელ სემინარისტს"... მათზე უკეთ, აბა, ვინ იცოდა რომ სწორედ სტალინს შეეძლო კაცობრიობის ხსნა ნაცისტური ჭირისაგან!“ - აღნიშნავს გიგაური.