„ობიექტივის“ დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ერთი მხრივ, ამ კლუბ „Bassiani/Khoroom“-ის მესვეურნი დედას იფიცებენ - ჩვენთან არანაირი, თვით ე.წ. „კლუბური ნარკოტიკიც“ კი არ მოიხმარება და არ იყიდებაო...
მეორე მხრივ, ამავე კლუბთან აფილირებული, აწ უკვე გაპოლიტიკურებული მოძრაობის ლიდერნი მოუწოდებენ საზოგადოებასა და ხელისუფლებას, მიეჩვიონ და დეკრიმინალიზაცია მოახდინონ ე.წ. „კლუბური ნარკოტიკისა“...
ჰოდა, თუ ეს ყველაფერი ასეა და სიმართლეა - რაც მაღლა დავწერე - აბა, ამ ე.წ. „კლუბურ ნარკოტიკს“ ნორჩ ნუმიზმატთა და ფილატელისტთა კლუბებში ჰყიდიან და მოიხმარენ თუ ნორჩ მოჭადრაკეთა კლუბის მაგიდებზე?“ - წერს ყარაულაშვილი.